ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგის“ 6-მატჩიანი წაუგებელი (4 გამარჯვება და 2 ფრე) სერია შეწყდა. გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-14 ტურში ნიურნბერგელები „მაგდებურგს“ ესტუმრნენ და სამი უპასუხო გოლი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, რომელიც „კიკერის“ ვერსიით მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, შეუცვლელად ითამაშა.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, მასპინძლები 73-ე წუთზე ჟკოვსკიმ დააწინაურა. 76-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, რადგან ლუბახმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ჟუკოვსკიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ხუთ წუთში საბოლოო წერტილი ბრაუინგმა დასვა. „ნიურნბერგი“ 18 ქულით 18-გუნდიან სატურინო ცხრილში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





