„ჰაიდენჰაიმი“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში ბერლინში ადგილობრივ „უნიონს“ შეხვდა და სამი ქულა ძირითადო დროსთვის დამატებულ წუთებში მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდს ტრავმის გამო არ უთამაშია. შეხვედრის 43-ე წუთზე მასპინძლები რანი ხედირამ დააწინაურა. 90-ე წუთზე შიმერმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ხუთ წუთში შოპნერმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ჰაიდენჰაიმმა“ მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგო და 8 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





