ლოჩოშვილის წაუგებელი სერია და პირველი სიმბოლური

0
6

„ნიურნბერგმა“, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი იცავს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში წაუგებელი სერია კიდევ უფრო გაახანგრძლივა. მე-13 ტურში ნიურნბერგელებმა შინ „არმინია“ 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. ის ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
მასპინძლები 49-ე წუთზე ლუბახმა პენალტიდან დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ბეკერმა სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო. „ნიურნბერგს“ ზედიზედ 6 შეხვედრაა არ წაუგია (4 გამარჯვება და 2 ფრე) – 18 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი