„ვეილე“, რომელშიც გიორგი ტაბატაძე გამოდის, დანიის სუპერლიგის მე-16 ტურშ სტუმრად „ვიბორგთან“ 2:5 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 4:2 იგებდნენ.
„ვეილემ“ პირველი ტაიმი 1:4 წააგო, ხოლო შესვენების შემდეგ გუნდებმა გოლები გაცვალეს. ტაბატაძემ, რომელის დანიაში სადებიუტო სეზონს ატარებს, სუპერლიგის 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
შვეიცარიის სუპერლიგის მე-14 ტურში “ლოზანა” გასვლაზე “სენტ-გალენთან” 0:1 დამაცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გაბრიელ სიგუა სტუმართა სასტარტოში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. “ლოზანა” 16 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





