საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სტუმრად ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გულიაშვილმა გააკეთეს.
ზურიკო დავითაშვილი: “მეც და ყველა ფეხბურთელი ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. ახლა ყველა ჩვენგანმა შრომა და ვარჯიში უნდა გავაგრძელოთ, რათა უკეთესები დავბრუნდეთ, რათა ჩვენს ნაკრებს მინიმუმ ის წარმატება დავუბრუნოთ რაც მოვუტანეთ. იმედი მაქვს ამის შემდეგ უფრო მაღალ მწვერვალებს მივაღწევთ”.
გიორგი გულიაშვილი: “გულშემატკივარს და მათ შორის ყველა ჩვენთაგანს სულ სხვანაირი მოლოდინი გვქონდა. გვინდოდა შესარჩევი მოგებით დაგვესრულებინა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს არ გამოვიდა. გუნდს ჩავარდნა გვქონდა და სწორედ ახლა გვჭირდება გულშემატკივრის გვერდში დგომა, რათა ეს ყველაფერი მალე გადავლახოთ. მჯერა ამ გუნდის, ყველა ფეხბურთელის და ზოგადად სრულიად სტაფის, რომ შეგვიძლია ისევ იმ დონეზე დავბრუნდეთ სადაც ვიყავით და კიდევ უკეთესები გავხდეთ”.
ჯგუფში პირველ ადგილზე ესპანეთი გავიდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. თურქეთმა 13 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა და პლეი-ოფში ითამაშებს, ხოლო ბულგარეთი 3 ქულით ბოლოა, რადგან საქართველოს გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩა.





