საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექსთავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალში“ დაბრუნება არ გამორიცხა.
„რეალში“ დაბრუნება? თუ ფლორენტინო პერესი ჯერ კიდევ იქაა, ეს შესაძლოა მოხდეს. მას უარს არასოდეს ვეტყვი, რადგან მადრიდისტა ვარ. მადრიდი ჯერ კიდევ ჩემი ქალაქია. ვნახოთ მომავალში რა მოხდება“ – იუწყება საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელის ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ბენზემა ესპანურ გრანდში 2009-2023 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 647 მატჩში 353 გოლი გაიტანა, პლუს 165 საგოლე გადაცემა გააკეთა.
35 წლის ბენზემამ „რეალის“ შემადგენლობაშ 25 ტიტული მოიგო, რაც კლუბის რეკორდია. მან 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში, 5-ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში, 4-ჯერ ევროპის სუპერთასზე, 4-ჯერ ლა ლიგაში, 3-ჯერ ესპანეთის თასზე და 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, ბენზემამ 2022 წერლს „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.
მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





