კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომლის ღირსებას ანზორ მექვაბიშვილი იცავს, რუმინეთის თასის მეორე რაუნდში გავიდა. პირველ რაუნდში კრაიოველებმა სტუმრად მე-3 ლიგის „სანატატეა კლუჟი“ 4:1 დაამარცხა.
მექვაბიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, როდესაც მასპინძლები სტევანოვიჩის ავტოგოლის შემდეგ 1:0 იგებდნენ. 61-ე წუთზე ეტიმმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 77-ე წუთზე მატეიმ სტუმრები წინ გაიყვანა. 86-ე წუთზე ეტიმმა დუბლი შეასრულა, 88-ე წუთზე კი ციკალდაუმ საბოლოო წერტილი დასვა.
ლაშა თაბაგარი





