საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ სტუმრად წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის მე-15 წუთზე მასპინძლები ლაშა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ, გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა, რომელმაც პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე დუბლი შეასრულა. „დინამოდან“ 56-ე წუთზე თავი სენეგალელმა ონორე გომისმა გამოიჩინა.
თბილისელები 46 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან, ხოლო „სამგურალი“ 35 ქულით მეექვსეა.
სამგურალი 2:1 დინამო თბ
ბათუმის „დინამომ“ საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო და 1:4 დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმის დაწტებიდან ოთხ წუთში ბათუმელებს უხეშობისთვის მეკარე მათე თურმანიძე გაუძევეს. სტუმრებმა ამით კარგად ისარგებლეს და 41-ე წუთზე ანგარიში ნიკოლოზ გალახვარიძემ გახსნა, რომელმაც ერთ წუთში მასპინძლების კარი მეორედ აიღო.
62-ე წუთზე ბათუმელებიდან თავი გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა. 60-ე წუთზე დავით სხირტლაძემ ანგარიშში ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე სერგი კუხიანძემ პენალტიდან საბოლოო წერტილი დასვა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ ბათუმელები 37 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „გარეჯმა“ 30 ქულა დააგროვა და მერვეა.
დინამო ბთ 1:4 გარეჯი
ფოთის „კოლხეთმა“ „თელავი“ მიიღო და 0:1 წააგო. სტუმრებიდან გამარჯვების გოლი პენალტიდან ესპანელმა ინიგო მარტინმა გაიტანა. ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით „თელავი“ 28 ქულით მეცხრეა, ხოლო დავით კვირველიას დამოძღვრილი „კოლხეთი“ 19 ქულით ბოლოა.
კოლხეთი 1913 0:1 თელავი
ლაშა თაბაგარი




