გიორგი ზარიამ ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მეორე მატჩი ჩაატარა. მე-3 ტურში ალმათის „ქაირათი“, რომელშიც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, შინ კვიპროსის „პაფოსს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
ზარია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ „პაფოსს“ შეხვედრის მე-4 წუთზე კაბო ვერდელი მცველი კორეია გაუძევეს, ალმათელებმა მეტოქის კარი ვერ აიღეს.
„ქაირათმა“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე დებიუტი აქვს, პირველი ქულა აიღო და 36 გუნდში 33-ე ადგილზეა. ყაზახური გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო თამაშს 6 ნოემბერს სტუმრად ბოლო ორი სეზონის ფინალისტ მილანის „ინტერთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი




