ძოწენიძემ სლოვაკეთში გაიტანა, იმნაძემ – ყაზახეთში

0
18

ამირან ძოწენიძემ, რომელიც „მიხალოვცეში“ მესამე წელია თამაშობს, მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-11 ტურში „მიხალოვცე“ სტუმრად „კოშიცეს“ შეხვდა და 2:3 წააგო. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 34-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ახლო ძელთან გახსნილმა თავით ბურთი კარში გადაგზავნა. „მიხალოვცე“ 18 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.
„დუნაისკა სტრედა“ სახლში „ჟილინასთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლებში შეუცვლეად ითამაშა მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ, ხოლო სტუმრებში – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძე. გიორგი გაგუა „დუნაისკ სტრედას“ რიგებში შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა და 62-ე წუთზე ვარდნაში თავით საგოლე პასი გააკეთა, რომლის შემდეგ სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. „დუნაისკ სტრედა“ 19 ქულით მესამეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ორდაბასიმ“ თავის მოედანზე „ოკჟეტპესი“ მიიღო და 7:1 დაამარცხა. მასპინძლებში ერთი გოლი ლუკა იმნაძემ გაიტანა, რომლის დარტყმის მერე 64-ე წუთზე ანგარიში 5:1 გახდა. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ორდაბასი“ 34 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი