საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 24 და 30 ოქტომბერს, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში – ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებენ. 3-გუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე კობახიძემ, აღნიშნული მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), გიორგი კახიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), საბა ცარციძე (კოლხეთი 1913).
მცველები: დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), საბა კილაძე (იბერია 1999), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ანზორ ცირამუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი). ნახევარმცველები:საბა ავდოევი (იბერია 1999), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი). რევაზ ვარდანია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913), ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი).
ევრო 2026 | საკვალიფიკაციო რაუნდი
24 ოქტომბერი – საქართველო V ისლანდია | მესხი 2 | 18:00
27 ოქტომბერი – საბერძნეთი V ისლანდია | დავით პეტრიაშვილი | 15:00
30 ოქტომბერი – საქართველო V საბერძნეთი | მესხი 2 | 18:00
ლაშა თაბაგარი





