სოფიის ცსკა-მ, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის ბულგარეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში სტუმრად თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 49-ე წუთზე გააფრთხილეს. ცსკა-მ 74-ე წუთზე ბრაზილიელი ლეგიონერის ელიას ფრანკოს მიერ გატანილი გოლით მოიგო,
დვალმა, რომელიც სოფიელებს სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ბულგარეთის ჩემპიონატის ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 1 საგოლე პასი გააკეთა. ცსკა 26 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა და ლიდერ „ლევსკის“ სამი ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





