„მეცი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბები გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში სტუმრად „ტულუზასთან“ 0:4 დამარცხდა.
ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში აბუაშვილი მოხვდა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მან 21-ე წუთზე საჯარიმოსი გარედან სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. წიტაიშვილი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა.
მასპინძლებმა საწუოს 8 წუთში ორი გოლი გაიტანეს, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებს უხეშობისთვის მცველი გაუძევეს. მეორე ტაიმში „ტულუზამ“ მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო. ლიგა 1-ში წელს დაბრუნებულ „მეცს“ ძალიან ცუდი სტარტი აქვს და 2 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





