„გრანადა“, რომელსაც ზაფხულში ლუკა გაგნიძე შეუერთდა, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-10 ტურში სტუმრად „ანდორას“ დაუზავდა – 0:0.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ყოფილი კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა. ის ბურთს სულ რამდენჯერმე შეეხო და თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. „გრანადა“ 10 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ალმათის „ქაირათი“ გასვლაზე „ჟენისს“ დაუპირისპირდა და 1:0 აჯობა. ქართველმა ნახევარმცველი გიორგი ზარია მასპინძლების სასტარტი=ოში ვერ მოხვდა და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. მოქმედი ჩემპიონი „ქაირათი“ 58 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს და 5 ქულით ასწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ასტანას“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს. ბოლო ტურში „ქაირათი“ სწორედ „ასტანას“ მასპინძლობს და ჩემპიონობის შენარჩუნებისთვის ფრეც აწყობს.
ლაშა თაბაგარი





