„მონაკოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ფრანგულ გუნდს სებასტიან პოკონიოლი გაუძღვება. 38 წლის ბელგიელმა სპეციალისტმა ავსტრიელი ადი ჰიუტერი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან მიმდინარე კვირაში გაუშვეს.
პოკონიოლიმ საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთ წამყვან კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა. ის 2024-2025 წლებში „სენ ჟილს“ ავარჯიშებდა, რომელსაც ბელგიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი




