„ლივერპულის“ მაისურით გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ინგლისის პრემიერლიგაში ლონდონის „ჩელსისთან“ სტუმრად 1:2 წაგებულ მატჩში შედგა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ დაკისრებულ მოვალეობას თავის ძალიან კარგად გაართვა და ორ ეპიზოდში რთული ბურთი მოიგერია, ხოლო გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის.
„ჩელსიდან“ მე-14 წუთზე ანგარიში კაისედომ გახსნა, ხოლო გაკპომ საპასუხო ბურთი 63-ე წუთზე გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ესტევაომ გამარჯვების გოლი შეაგდო.
ამ მარცხის შემდეგ „ლივერპულმა“ პირველი ადგილი დაკარგა და 15 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
