თურქეთმა საქართველოსთან შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
5

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 11 ოქტომბერს სტუმრად ბულგარეთთან, ხოლო 14 ოქტომბერს შინ საქართველოსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
იტალიელმა სპეციალისტმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა:
მეკარეები: ალტაი ბაინდირი (მანჩესტერი), ბერკე ოზერი (ლილი), მერტ გიუნოკი (ბეშითქაში), უგურჯან ჩაკირი (გალათასარაი).
მცველები: აბდულკერიმ ბარდაკჯი (გალათასარაი), ჩაღლარ სოიონჯუ (ფენერბაჰჩე), ერენ ელმალი (გალათასარაი), ფერდი კადიოღლუ (ბრაიტონი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), მერტ მიულდური (ფენერბაჰჩე), სამეთ აკაიდინი (რიზესპორი), იუსუფ აკჩიჩეკი (ალ-ჰილალი), ზეკი ჩელიკი (რომა).
ნახევარმცველები: ატაკან კარაზორი (შტუტგარტი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკშეკი (ფენერბაჰჩე), ორკუნ კოკჩუ (ბეშიქთაში), სალიჰ ოზჯანი (დორტმუნდი).
თავდამსხმელები: არდა გიულერი (რეალი), ბარიშ ალფერ ილმაზი (გალათასარაი), ჯან უზუნი (აინტრახტი), დენიზ გიული (პორტუ), ირფან ჯან კაჰვეჯი (ფენერბაჰჩე), ქენან ილდიზი (იუვენტუსი), კერემ აკტურკოღლუ (ფენერბაჰჩე), ოღუზ აიდინი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (გალათასარაი).
თურქეთი-საქართველოს მატჩი ქალაქ იზმითში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი