მილანის საფეხბურთო კლუბებმა „მილანმა“ და „ინტერმა“ ქალაქის მერიისგან ჯუზეპე მეაცას სახელობის „სან სიროს“ სტადიონი 197 მილიონ ევროდ შეიძინეს.
კლუბები „სან სიროს“ დანგრევას და მის ადგილზე ახალი არენის აგებას გეგმავენ. ამის მიზეზი ისაა, რომ 1926 წელს აშენებული არენის გარემონტება ტექნიკური მიზეზების გამო არაპრაქტიკულია.
ახალი სტადიონის შენება 2027 წელს დაიწყება და სავარაუდოდ 2031 წელს დასრულდება. ცნობისთვის, ზემოთ ნახსენები იტალიური გრანდები საშინაო მატჩებს სწორედ „სან სიროზე“ ატარებენ.
ლაშა თაბაგარი
