„ინტერის“ შემოსავალი სერია A-ში რეკორდულია

0
7

მილანის „ინტერმა“ 2024-2025 წლების სეზონში კლუბის არსებობის ისტორიაში რეკორდული თანხა გამოიმუშავა.
ფინანსური ანგარიშის მოხედვით იტალიური გრანდის შემოსავალი 567 მილიონი ევრო იყო, რაც სერია A-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
კლუბის შემოსავალი შიდა ტურნირებიდან და ჩემპიონთა ლიგიდან, ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობიდან მიღებული თანხებით გაიზარდა.
ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად „ინტერმა“ სეზონი სუფთა მოგებით დაასრულა, რომელმაც 35,4 მილიონი ევრო შეადგინა. ცნობისთვის, წინა საანგარიშო პერიოდში მილანელთა ფინანსური წაგება 35,7 მილიონი ევრო იყო.
ლაშა თაბაგარი