40 წლის მოდრიჩმა გასულ სეზონში ყველაზე მეტჯერ ითამაშა

0
15

გასულ სეზონში 40 წლის ლუკა მოდრიჩმა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი თამაში ჩაატარა – 76. ამის შესახებ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია იუწყება. ხორვატიის ეროვნული გუნდის კაპიტანი, რომელიც ამჟამად „მილანის“ ღირსებას იცავს, წინა სეზონში მადრიდის „რეალში“ გამოდიოდა.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე „რეალის“ და ურუგვაის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდეა – 72 მატჩი. ცნობისთვის, მან ზედიზედ ყველაზე მეტი შეხვედრა გამართა – 58.
მესამე პოზიციაზე პსჟ-ს და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ფაბიან რუისია – 71.
ლაშა თაბაგარი