ლევანდოვსკი გოლებით ნეიმარს გაუტოლდა

0
2

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ოვიედო“ 3:1 დაამარცხა და კატალონიელებში ერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. პოლონელმა თავდამსხმელმა, რომელიც „ბარსაში“ 2022 წლიდან გამოდის მეტოქეთა კარი 105-ჯერ აიღო. ის ამ მაჩვენებლით ბრაზილიელ ნეიმარს გაუტოლდა, რომელიც „ბარსელონაში“ 2013-2017 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში 186-ჯერ ითამაშა. ლევანდოვსკის 105 გოლის გასატანად 153 მატჩი დასჭირდა.
ლაშა თაბაგარი