„ინტერ მაიამის“ ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი მიმდინარე სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
„მადლობა ყველას და ფეხბურთს. თქვენ ყოველთვის ამ საუცხოო ისტორიის ნაწილი იქნებით“ – დაწერა ესპანელმა მოთამაშემ სოციალურ ქსელში, რომელსაც მაიამელებთან კონტრაქტი 2025 წლის დეკემბრამდე აკავშირებს.
ბუსკეტსი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 829 მატჩში 19 გოლის გატანის გარდა, 62 საგოლე გადაცემა შეასრულა
მან ესპანეთის ჩემპიონატი 9-ჯერ, ესპანეთის თასი 7-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 7-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი 5-ჯერ მოიგო, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო.
მან ეროვნულ ნაკრებში 143-ჯერ ითამაშა და 2 ბურთი შეაგდო, ასევე 9 საგოლე პასი მიითვალა. ბუსკეტსმა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2012 წელს – ევროპის ჩემპიონატი.
ლაშა თაბაგარი
