მამარდაშვილი: „ამ მაისურის ტარება უდიდესი პატივია“

0
4

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ თავის ოფიციალურ დებიუტს გამოეხმაურა. ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა შინ „საუთჰემპტონი“ 2:1 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ შეუცვლელად ითამაშა.
„პირველი ოფიციალური თამაში ლივერპულში. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის და უდიდესი პატივია ამ მაისურის ტარება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“ – დაწერა მამარდაშვილმა თავის ფეისბუქის გვერდზე.
მამარდაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც „ლივერპულში“ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი