სიგუა შვეიცარიის თასის 1/8-ფინალშია

0
4

„ლოზანა“, რომელშიც გაბრიელ სიგუა გამოდის, შვეიცარიის თასის 1/8-ფინალში გავიდა. 1/16-ფინალში ლოზანელებმა სტუმრად „კონკორდია“ 4:1 დაამარცხეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო.
„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის MLS-ის მორიგ ტურში შინ „სან დიეგოს“ ვერ აჯობა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარის აღების შანსიც ჰქონდა, მაგრამ გოლკიპერს ვერ აჯობა. მას მიმდინარე სეზონში „ატლანტელთა“ მაისურით გოლი არ გაუტანია და საერთო ჯამში ზედიზედ 30 შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა. ლობჟანიძე 75-ე წუთზე შეცვალეს. „ატლანტა იუნაიტედი“ 27 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი