ლომინაძის მორიგი სასტარტო და მარცხი „ჟილ ვისენტესთან“

0
4

ნოდარ ლომინაძემ „ეშტორილის“ სასტარტო შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა. პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის მე-6 ტურში „ეშტორილი“ სტუმრად „ჟილ ვისენტეს“ დაუპირისპიდა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 81-ეზე შეცვალეს. მასპინძლებიდან პირველი გოლი მე-15 წუთზე პაბლომ გაიტანა, ხოლო 85-ე წუთზე ფერნანდეშმა სტუმართა კარი მეორედ აიღო. „ეშტორილი“ 5 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
„ფამალიკაო“ გასვლაზე „კაზა პიას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. ჩვენი 21-წლამდელების ყოფილი ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი სასტარტოში არ იყო და თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო.“ფამალიკაო“ 11 ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი