„ლივერპულმა“ დამატებულ წუთებში მოიგო – მამარდაშვილი თადარიგში

0
14

გიორგი მამარდაშვილის დებიუტი უეფას ჩემპიონთა ლიგაში გადაიდო. ლიგის ფაზის პირველ ტურში „ლივერპულმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების მეკარე ზაფხულში შეუერთდა, მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 აჯობა. მამარდაშვილი თადარიგში იყო, ხოლო მასპინძლების კარს ბრაზილიელი ალისონ ბეკერი იცავდა.
შეხვედრის მე-4 წუთზე სალაჰის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ცოცხალ „კედელში“ მდგომმა რობერტსონმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და ანგარიში გაიხსნა – 1:0.
მე-6 წუთზე სალაჰმა წამოიწყო რეიდი, ხოლო გრავენბერხთან „კედლის“ გათამაშების შემდეგ, საჯარიმოში შეჭრილმა ინგლისელები კიდევ უფრო დაწინაურა – 2:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე რასპადორიმ „ლივერპულის“ საჯარიმოში ლორენტე მოძებნა, რომელმაც კარში ზუსტად დაარტყა – 2:1. 81-ე წუთზე მასპინძლები მცველის მიერ მოგერიებული ბურთი ლორენტემ დაახლოებით 18 მეტრიდან ძლიერი დარტყმით კარში გადაგზავნა – 2:2.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ლივერპულმა“ კუთხური ჩააწოდა და ცენტრალურმა მცველმა ვან დეიკმა თავით შეაგდო – 3:2.
ლაშა თაბაგარი