გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში ლიმასოლის „არისის“ მაისურით კვიპროსის ჩემპიონატში თავისი პირველი საგოლე პასი მიითვალა. მე-3 ტურში „არისმა“ შინ ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ 2:0 აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-15 წუთზე მასპინძლების შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში თავით გადაცემა მაკოსლანდს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ქვილითაია 63-ე წუთზე შეცვალეს. 77-ე წუთზე ლიმასოლელებიდან მეორე ბურთი მუკეტუ-მუსუნდამ გაიტანა. „არისი“ 9 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი
