კვერნაძემ სტუმრად მოიგო

0
8

„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის იტალიის სერია B-ს მე-3 ტურში სტუმრად „პადოვა“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. „ფროზინონე“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
„პანსერაიკოსი“, რომელსაც ზაფხულში ივა გელაშვილი შეუერთდა, საბერძნეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში სტუმრად „ოლიმპიაკოსთან“ 0:5 განადგურდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. უქულო „პანსეირაკოსი“ 14-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი