ჩაკვეტაძე ნაკრებს ოქტომბერშიც ვერ დაეხმარება

0
8

გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად 11 ოქტომბერს ესპანეთთან, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთთან მატჩებში ვერ დაეხმარება.
26 წლის ფეხბურთელმა ტერფის ტრავმის გამო, რომელსაც აპრილიდან მკურნალობს, ჩვენ გუნდში ვერც სექტემბერში თბილისში თურქეთთან (2:3) და ბულგარეთთან (3:0) შეხვედრებში ითამაშა.
„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის პაულო პეცოლანოს თქმით, ქართველი შემტევი ნახევარმცველის მკურნალობის პროცესი მოსალოდნელზე უფრო მეტად გახანგრძლივდა. მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა გიორგი საქართველოს ნაკრებს ვერც ოქტომბერში შეუერთდება.
ლაშა თაბაგარი