ტაბატაძის პირველი სასტარტო „კადისში“

0
7

იური ტაბატაძემ „კადისის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-5 ტურში „კადისმა“ შინ „ეიბარი“ 1:0 დაამარცხა.
25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 72 წუთი ითამაშა და ამჯერად, გოლი არ გაუტანია. შეგახსენებთ, რომ მან ესპანურ გუნდში ჩატარებულ ორ მატჩში 3 ბურთი შეაგდო. „კადისი“ 11 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი