მიქაუტაძის მარცხიანი დებიუტი ესპანეთში

0
5

გიორგი მიქაუტაძის დებიუტი „ვილიარეალში“ შედგა. ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში „ვილიარეალი“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდა და 0:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-9 წუთზე თავის ნახევარზე მყოფმა კარდონამ ძალიან ცუდი პასი მისცა მეკარეს და ბურთი ხულიან ალვარესმა ჩაჭრა, რომელმაც საჯარიმოში საუცხოო გადაცემა პაბლო ბარიოსს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა.
გოლის გაშვებიდან ცოტა ხანში სტუმრებს თანაფარდობის აღდგენა შეეძლოთ, როდესაც მიქაუტაძემ მეტოქის ნახევარზე ბურთი კარგად მიიღო და მეკარესთან პირისპირ მოლეირო გაიყვანა, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.
52-ე წუთზე „ატლეტიკოს“ შეტევის დროს მარკოს ლორიენტემა მარჯვენა ფლანგიდან „ვილიარეალის“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ნიკო გონსალესმა აჯობა და თავით გაიტანა.
„ვილიარეალი“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო მატჩს 16 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე სტუმრად ლონდონის „ტოტენჰემთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი