მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში თბილისში ბულგარეთთან 3:0 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მცველმა საბა გოგლიჩიძემ და შემტევმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა განვლილი თამაში შეაფასეს.
საბა გოგლიჩიძე: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან წაგებული მატჩის შემდეგ რთულია კონცენტრაცია, მაგრამ მოვახერხეთ. მადლობა გულშემატკივარს, ასეთ ამინდში როგორ შეუძლიათ ასეთი გულშემატკივრობა, არ ვიცი.
ვულოცავ კალათბურთელთა ნაკრებს, დღეს ჩვენი დღე იყო. ოთხ მცველზე ახალი გადასულები ვართ, ნელ-ნელა დავხვეწავთ. გურამთანაც და ლუკასთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. თურქეთთან გოლები იმიტომ არ გაგვიშვია, რომ ოთხი მცველით ვთამაშობდით. უნდა დავხვეწოთ და შეგვიძლია ძალიან ძლიერი ნაკრები ვიყოთ და ჩემი აზრით, ვართ კიდევაც“.
ზურიკო დავითაშვილი: „კარგი გოლები გავიტანეთ და რაც გვინდოდა, თურქეთის მატჩის შემდეგ, ყველაფერი გავაკეთეთ. მადლობა გულშემატკივარს, ძალიან წვმიდა და ყველა სტადიონზე იყო. მინდა, მივულოცო კალათბურთელთა ნაკრებს, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოიგეს და წარმატებებს ვუსურვებთ. კვარა ძალიან მაგარი კაპიტანია“.
საქართველოს ნაკრები 3 ქულით E ჯგუფში მეორე ადგილზეა. ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს.
ლაშა თაბაგარი
