მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი დინამო არენზე ბულგარეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდები თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებენ, სადაც ასევე გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენციები.
6 სექტემბრის განრიგი | დინამო არენა
16:30 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
17:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
18:00 ბულგარეთის ნაკრების პრესკონფერენცია
18:30 ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)





