მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფის პირველ მატჩში თბილისში თურქეთთან 2:3 მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.
გურამ კაშია: „სამწუხაროდ, პირველი ნახევარი ძალიან ცუდად დავიწყეთ, ორივე გოლი ჩვენ თვითონ მოვიგონეთ, სტანდარტულიდან გავუშვით ორი გოლი, რამაც ძალიან უკან დაგვხია. არ შეიძლება, უკეთ უნდა დაგვეწყო, საკუთარი შეცდომებით გავუშვით სამივე გოლი. გული მწყდება, მესამე გოლი ჩემი შეცდომით გავუშვით. 0:3-ის შემდეგ ძალიან კარგად დავიწყეთ თამაში, მაგრამ 0:3-ის შემდეგ ფეხბურთის თამაშის დაწყება ძალიან გვიანია, ამიტომ, ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი შედეგი დაფიქსირდა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში სამწუხაროდ წავაგეთ.
ბულგარეთთან ისე არ უნდა დავიწყოთ, როგორც დღეს, საქმე გავირთულეთ, თვითონ მოვიგონეთ ყველა გაშვებული გოლი და ძალიან სამწუხაროა, ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველი მატჩი გახლდათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან თურქეთს მივიჩნევთ მეორე ადგილისთვის კონკურენტად. ახლა თუ რამის შანსი გვინდა შევინარჩუნოთ, ბულგარეთთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგ მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადებით“.
საქართველო-ბულგარეთის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 7 სექტემბერს 17:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





