ზურიკო დავითაშვილი: „ნაკრებში გოლის გატანა საოცარი გრძნობაა“

0
14

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფის პირველ მატჩში თბილისში თურქეთთან 2:3 მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა და ერთ-ერთი გოლის ავტორმა ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა.
ზურიკო დავითაშვილი: „ნაკრებში ბევრი გოლის გატანა ყოველთვის იქნება ჩემი მიზანი. საოცარი გრძნობაა, მაგრამ გოლის შემდეგ პირველ ყოვლისა ანგარიშის გათანაბრებაზე ვფიქრობდი.
რა თქმა უნდა, დასანანია, რომ წავაგეთ, შეცდომებით თურქეთმა ისარგებლა, ცოტა დაბნეულებმა დავიწყეთ და ეს გამოსასწორებელია. თუმცა, შეგვწევს ძალა, რომ თურქეთი შემდეგ მატჩში დავამარცხოთ.
ბულგარეთთან მატჩისთვის მოვემზადებით, შეცდომებს გავაანალიზებთ, იმედია, გამოვასწორებთ და დადებით შედეგს მივაღწევთ. ჩემი აზრით, მატჩისთვის მზად ვიყავით, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა განაპირობა პირველი გოლი და რთულია შემოტრიალება, რასაც მეორე გოლიც მოჰყვა“.
საქართველო-ბულგარეთის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 7 სექტემბერს 17:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი