ერიკ ტენ ჰაგი ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება. ნიდერლანდელი სპეციალისტის გაშვება „ბაიერის“ აქციონერთა საბჭომ გადაწყვიტა.
55 წლის ტენ ჰაგი „ბაიერს“ სათავეში მიმდინარე წლის 1 ივლისს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ლევერკუზენელებმა გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებული 3 მატჩიდან 1 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
ის 2017-2022 წლებში ამსტერდამის „აიაქსს“ ავარჯიშებდა და ნიდერლანდების ჩემპიონატის ოქროს მედლები სამჯერ მოიპოვა, ხოლო თასი ორჯერ აიღო. გარდა ამისა, ნიდერლანდების სუპერთასს ერთხელ დაეუფლა.
ნიდერლანდელი 2022-2024 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედს“ წვრთნიდა, რომელსაც ინგლისის ასოციაციის თასი და ლიგის თასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი





