იური ტაბატაძის გოლიანი დებიუტი „კადისში“

0
12

იური ტაბატაძის დებიუტი „კადისში“ საუცხოო აღმოჩნდა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-3 ტურში „კადისმა“ „ალბასეტე“ მიიღო და ქართველი თავდამსხმელის გოლით 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე ოკამპომ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 59-ე წუთზე საპასუხო ბურთი პუერტასმა გაიტანა.
ტაბატაძე სასტარტოში არ იყო და თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე თავისი საჯარიმოს წინ მდგომმა „ალბასეტეს“ მცველმა თავით ცუდად დაუბრუნა მეკარეს ბურთი, რომელიც ტაბატაძემ ჩაჭრა და ერთი შეხებით გაიტანა.
ლაშა თაბაგარი