ვაკო ყაზაიშვილმა პორფესიონალურ კარიერაში თავისი პირველი „პოკერი“ შეასრულა. ჩინეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „შანდუნმა“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის შინ „ბეიჯინგ გოანი“ 6:0 დაამარცხა, რომელსაც „ბარსელონას“ ექსთავკაცი კიკე სეტიენი ავარჯიშებს.
შეხვედრის მე-15 წუთზე მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა ყაზაიშვილმა თანაგუნდელისგან პასი მიიღო და ერთი შეხებით გაიტანა. 22-ე წუთზე ვაკო მოედნის ცენტრიდან წამოიწყო შეტევა და საჯარიმოში შესულმა წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. 43-ე წუთზე ყაზაიშვილი ჯერ საჯარიმოს გარეთ გაცდა მასპინძლების ფეხბურთელს, რომელსაც საჯარიმოში შესულმა ფინტით ისევ აუარა გვერდი და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა. ტაიმის ბოლო წუთზე ყაზაიშვილმა საგოლე პასი გილერმე მადრუგას გაუკეთა, რომელმაც 62-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 71-ე წუთზე „ბეიჯინ გოანის“ კარის წინ გახსნილმა ყაზაიშვილმა პარტნიორის პასით ისარგებლა – 6:0.
ყაზაიშვილი 19 გოლით და 5 საგოლე პასით ჩინეთის სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი





