ოთარ კიტეიშვილმა გრაცული დერბი ნაადრევად დაასრულა, რის მიზეზიც ტრავმაა. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში გრაცის „შტურმი“ „გრაცერს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე დაშავებული გორენც სტანკოვიჩისგან კაპიტნის სამკლავური გადაიბარა.
პირველი ტაიმის მიწურულს მან თავისი ნახევარიდან რეიდი წამოიწყო, რომელიც საჯარიმოში გრგიჩისთვის მიცემული პასით დაასრულა. თუმცა, სჩანს ამ ეპიზოდში კუნთი დაიზიანა და მოედანი კოჭლობით დატოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
ლაშა თაბაგარი





