დღეს მონაკოში გამართული კენჭისყრის შემდეგ, 2025-2026 წლების სეზონში უეფას ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე ქართველი ლეგიონერების მეტოქეები გაირკვა. ახალი ფორმატის მიხედვით, რომლითაც ტურნირი მეორედ ჩატარდება 36 გუნდს გუნდს ერთი სატურნირი ცხრილი ექნება. თითოეული გუნდი 8-8 მატჩს ჩაატარებს – ოთხს შინ და ამდენივეს სტუმრად. 8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები, არათუ ჩემპიონთა ლიგას, არამედ, ევროტურნირებს დაემშვიდობებიან და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავლენ.
მე-9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, სადაც ორრაუნდიან შეხვედრაში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები წილისყრისას განთესილები იქნებიან (ხოლო დანარჩენები განუთესავები), რის გამოც პლეი-ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ. მერდვეფინალური ეტაპიდან შეჯიბრი უკვე ჩვეულებრივ, ძველი სისტემით გაგრძელდება.
ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი ითამაშებს – გიორგი მიქაუტაძე (“ლიონი”), ოთარ კიტეიშვილი (“შტურმი”), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი).
ლიონის” მეტოქეები:
სახლში:“ზალცბურგი”, “პაოკი”, “ბაზელი”, “იგზლი”.
სტუმრად: “ბეტისი”, “თელ ავივის მაკაბი”, “იანგ ბოიზი”, “უნტრეხტი”.
პაოკის მეტოქეები
სახლში:“ბეტისი”, “თელ ავივის მაკაბი”, “იანგ ბოიზი”, “ბრანი”.
სტუმრად:“ლილი”, “ლიონი”, “ლუდოგორეცი”, “სელტა ვიგო”.
“შტურმის” მეტოქეები
სახლში: “რეინჯერსი”, “ცვერნა ზვეზდა”, “ნოტინგემ ფორესტი”, “ბრანი”.
სტუმრად: “ფეინორდი”, “სელტიკი”, “მიდტიულანდი”, “პანათინაიკოსი”.
ლაშა თაბაგარი
