დღეს მონაკოში კენჭისყრა ჩატარდა, რომელმაც 2025-2026 წლების სეზონში უეფას კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე ქართველ ლეგიონერების მოწინააღმდეგეები გაარკვია.
კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე 36 გუნდი ითამაშებს, რომელთაც ერთი სატურნირო ცხრილი ექნებათ. თითოეული მათგანი 6 მატჩს ჩაატარებს 6 სხვადასხვა მეტოქესთან – სამს სახლში და სამს სტუმრად. 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები, არათუ ჩემპიონთა ლიგას, არამედ, ევროტურნირებს დაემშვიდობებიან და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავლენ.
მე-9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, სადაც ორრაუნდიან შეხვედრაში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები წილისყრისას განთესილები იქნებიან (ხოლო დანარჩენები განუთესავები), რის გამოც პლეი-ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ. მერდვეფინალური ეტაპიდან შეჯიბრი უკვე ჩვეულებრივ, ძველი სისტემით გაგრძელდება.
მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგაში ოთხი ჩვენი თანანემამულე ითამაშებს: გურამ კაშია („სლოვანი“), ანზორ მექვაბიშვილი („უნოვერსიტატია“), ირაკლი აზაროვი („შახტარი“), გაბრიელ სიგუა („ლოზანა“_.
„სლოვანის“ მეტოქეები: „ალკმაარი“, „რაიო ვალეკანო“, „სტრასბური“, „კუპსი“, „შკენდია“.
შახტარის“ მეტოქეები: „ლეგია“, „შემროკი“, „რიეკა“, „აბერდინი“, „ბრეიდაბლიკი“, „ჰამრუნი“.
„უნივერსიტატიას“ მეტოქეები: „რაპიდი“, „სპარტა“, „მაინც“, აეკ-ი, „რაკუვი“, „ნოა“.
„ლოზანას“ მეტოქეები: „ფიორენტინა“, „ლეხი“, „ომონია“, „კუპსი“, „ბრეიდაბლიკი“, „ჰამრუნი“.
ლაშა თაბაგარი





