„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფიასკო ინგლისის ლიგის თასზე

0
6

„მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელსაც რუბენ ამორიმი წვრთნის, ინგლისის ლიგის თასს 1/32-ფინალში გამოეთიშა.
მანჩესტერელები სტუმრად რანგით მეოთხე ლიგის „გრიმსბის“ დაუპირისპირდნენ და მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო მასპინძლებმა პენალტების სერიაში 12:11 გაიმარჯვეს.
„გრიმსბი“ 22-ე წუთზე ვერნამმა დააწინაურა, ხოლო 30-ე წუთზე უორენმა თავისი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 75-ე წუთზე მანჩესტერელებიდან თავი მბემომ გამოიჩინა, 89-ე წუთზე კი ანგარიში მაგუაიერმა გაათანაბრა.
„მანჩესტერ იუნატედი“ არსებობის ისტორიაში პირველად თასიდან მეოთხე ლიგის გუნდთან გავარდა. მიმდინარე სეზონში ამორიმის გაწვრთნილებს თამში არ მოუგიათ – პრემიერლიგაში ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს, ხოლო თასზე წააგეს.
ლაშა თაბაგარი