ნონიკაშვილმა სლოვაკეთის თასზე გაიტანა

0
13

ლევან ნონიკაშვილმა „ზლატე მორავცეს“ რიგებში თავი სლოვაკეთის თასზე გამოიჩინა.
1/64-ე ფინალში „ზლატე მორავცემ“ სტუმრად მეშვიდე ლიგის „სვიატი პეტერი“ 6:0 დაამარცხა და ქართველმა ნახევარმცველმა 87-ე წუთზე საბოლოო წერტილი დასვა.
30 წლის ნონიკაშვილი რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „ზლატე მორავცეში“ მესამე წელიწადია გამოდის და გასულ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი