ქოჩორაშვილმა სტუმრად „ნასიონალთან“ გაიმარჯვა

0
15

ლისაბონის „სპორტინგში“ გადასვლის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილს ჯერჯერობით სათამაშოდ ყველაზე მეტი დრო დაუთმეს. პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი პრიმეირა ლიგის მე-3 ტურში სტუმრად „ნასიონალს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თადარიგში იყო და მოედანზე 32-ე წუთზე ტრავმირებული მორიტას ნაცვლად შევიდა. მასპინძლები მე-3 წუთზე ლეო სანტოსმა დააწინაურა. 37-ე წუთზე პაბლო რუანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ნასიონალი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა.
52-ე წუთზე „სპორტინგიდან“ ანგარიში პედრო გონსალვეშმა გაათანაბრა, რომელმაც 76-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 83-ე წუთზე ჰარდერმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე პედრო გონსალვეშმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქოცორაშვილის თამაშს რაც შეეხება, ქართველ ფეხბურთელს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ჩვეულებისამებრს მოედანზე ბევრს მოძრაობდა და ბურთიც ხშირად ჰქონდა. ის ერთ ეპიზოდში მეტოქის კარსაც დაემუქრა, მაგრამ კარისკენ წასული ბურთი მცველმა დაბლოკა. „სპორტინგი“ 9 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი