კიტეიშვილის პირველი დუბლი სეზონში

0
23

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი შეასრულა.
მე-3 ტურში მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ სტუმრად „რიდს“ შეხვდა და დიდწილად საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის წყალობით სამი ქულა აიღო.
მასპინძლები მე-12 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო ოთხ წუთში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ბოვინგმა პასი კიტეიშვილს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით მარცხენა ფეხით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 31-ე წუთზე ბოვინგის გადაცემა ჯონსტონმა გამოიყენა – 1:2. 44-ე წუთზე ჰორვატმა ბურთი კიტეიშვილს გადააწოდა, რომელიც „რიდის“ საჯარიმოში შეიჭრა და ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ „ცაციათი“ შეაგდო. ქართველი ფეხბურთელი 87-ე წუთზე შეცვალეს. მან  ამ სეზონში ჩემპიონატში თავი ოთხჯერ გამოიჩინა, ხოლო თასზე – ერთხელ.
„შტურმი“ 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „ზალცბურგთან“ სხვაობა მხოლოდ ქულაა.
ლაშა თაბაგარი