„ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერლიგის 2025-2026 წლების სეზონის საშინაო მატჩში „ბორნმუთთან“ გამარჯვებით გახსნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშილი მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა არენე სლოტმა კარის დაცვა ბრაზილიელ ალისონს ანდო.
მატჩის 37-ე წუთზე ანგარიში ეკიტიკემ გახსნა, ხოლო 49-ე წუთზე გაკპომ „ლივერპულის“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 64-ე წუთზე „ბორნმუთიდან“ ერთი ბურთი სემენიომ გაქვითა, რომელმაც 76-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
88-ე წუთზე „ლივერპული“ ფედერიკო კიეზამ დააწინაურა, რომელიც შეცვლაზე 82-ე წუთზე შევიდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე საბოლოო წერტილი სალაჰმა დასვა.
ლაშა თაბაგარი




