ლონდონის „ტოტენჰემის“ ახალ მთავარ მწვრთნელ ტომას ფრანკს ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებულ ფეხბურთელად და უნიკალურ ტალანტად მიაჩნია. მან ამის შესახებ დღეს იტალიის ქალაქ უდინეში პსჟ-სთან გაასამართ ევროპის სუპერთასის მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველასთვის ვინც „ტოტენჰემთანაა“ დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანია მატჩია, სერიოზული გამოცდა და საუცხოო შესაძლებლობა. ამ გამოწვევას აუცილებლად მივიღებთ და ბოლომდე დავიხარჯებით. ცხადია, პსჟ თავისი სათამაშო ფორმის პიკისგან შორსაა, მაგრამ მატჩისთვის მზად ვართ.
კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელი და უნიკალური ტალანტია. ვფიქრობ, დრიბლინგი და ერთი-ერთზე თამაში ძალიან კარგად გამოსდის. მას დიდი ხანია ვაკვირდები. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია. მისი სრულად განეიტრალება შეუძლებელია, მაგრამ კარგი მცველები გვყავს და შეგვიძლია სივრცე შევუზღუდოთ“ – თქვა დანიელმა სპეციალისტმა.
„ტოტენჰემისა“ და პსჟ-ს მატჩი სტადიონ „ფრიულიზე“ თბილისის დროით 22:50 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ ევროპა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულია, ხოლო პსჟ – ჩემპიონთა ლიგის.
ლაშა თაბაგარი





