
„პარი სენ ჟერმენმა“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ინგლისის „ბორნმუთიდან“ ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი შეიძინა. პარიზელებმა უკრაინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 63 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო „ბორნმუთმა“ დამატებით კიდევ 3 მილიონი შესაძლოა ბონუსის სახით მიიღოს. 2022 წელს ინგლისურმა კლუბმა ზაბარნი კიევის „დინამოდან“ 22,7 მილიონ ევროდ იყიდეს.
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზაბარნის შეძენის შემდეგ, შესაძლოა პსჟ-მ რუსი მეკარე მატვეი საფონოვი გაუშვეს. თითქოს, კლუბში არ სურთ, რომ უკრაინელი და რუსი ერთ გასახდელში იყვნენ, რათა ამან გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ნეგატიურად არ იმოქმედოს.
შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს იტალიის ქალაქ უდინეში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ ევროპა ლიგის თასის მფლობელ ლონდონის „ტოტენჰემს“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:50 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი




