„ეშტორილის“ შემადგენლობაში მოდარ ლომინაძის დებიუტი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში შედგა. ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრაში „ეშტორილი“ შინ „ესტრელას“ დაუზავდა – 1:1.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 25-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ლომინაძე „ეშტორილში“ ივლისში გადავიდა და პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ლაშა თაბაგარი





