კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტური თბილისში დასრულდა, სადაც საგარეჯოს „გარეჯმა“ „მიხეილ მესხი 2“-ზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩში ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე გავიდა, როდესაც დაჩი აბუსელიძე მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მასპინძლების საჯარიმოში და ორ მცველს გაცდა, რის შემდეგ პასი ლევან ხოზრევანიძეს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა.
დარჩენილ დროში „გარეჯს“ ანგარიშის გათანაბრების ორი ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ გიორგი გოგოლაშვილმა კარის ახლოდან თავით ბურთი ორჯერვე მიზანს ააცილა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ ბათუმელებს 33 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან, ხოლო გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „გარეჯმა“ 18 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა.
გარეჯი 0:1 დინამო ბათუმი
ლაშა თაბაგარი





